სამსაათიანო სპეცოპერაციის შემდეგ, ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენას ელოდება | 10.09.2021

ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავებული ბრალის წარდგენას ელოდება.   შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი  ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. ის სამართალდამცველებმა სამსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ აიყვანეს.