ბათუმში კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მანამდე მან გაქცევა რამდენჯერმე სცადა | 10.09.2021

ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.  მას სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა და გონება დაკარგა.  თვითმხილველების ინფორმაციით მამაკაცი სასტუმრო სანაპიროში გუშინ საკარანტინე მანქანით მიიყვანეს, თუმცა ის კოვიდ სასტუმროში შესვლაზე უარს აცხადებდა. 49 წლის კოვიდპაციენტმა  რამდენჯერმე გაქცევაც სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს. თვითმხილველების თქმითვე მამაკაცი სასტუმროს ეზოში იმყოფებოდა და მოულოდნელად, სავარაუდოდ გულის შეტევით, გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მამაკაცს ადგილზე  შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები