“აჭარაში კოვიდპაციენტებისთვის სამკურნალო მედიკალმენტების მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებია” | 09.09.2021

აჭარაში კოვიდპაციენტების სამკურნალო  მედიკამენტების “ტოცილიზუმაბისა” და “რემდესივირის” მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებია. “ევროპული საქართველოს” წევრის ვახტანგ კალოიანის ინფორმაციით რეგიონში არ არსებობს სპეციაური საწყობი, სადაც მედიკამენტების შენახვა მოხდება. შედეგად წამლებს თბილისიდან აგზავნიან, რაც კალოიანის თქმით, სახიფათოა, ვინაიდან ორივე მედიკამენტის გამოყენება ექიმებს მხოლოდ მოკლე დროში შეუძლიათ. ვახტანგ კალოიანი ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას მოუწოდებს გამოიყენონ სარეზერვო ბიუჯეტი და შექმნან ამ მედიკამენტების საწყობი. კალოიანის განცხადებას გამოეხმაურნენ ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ “რემდესივირის” გაცემის საკითხს თბილისში არსებული კლინიკური ჯგუფი ხელმძღვანელობს და გარკვეული რაოდენობა აჭარაშიც გაიცემა. რაც შეეხება “ტოცილიზუმაბს”, უწყების განცხადებით ეს პრეპარატი იმ კლინიკებში გაიცემა, რომლებიც მას პანდემიის დაწყებისთანავე იყენებდნენ და რომლებსაც თავიდანვე შეკვეთილი ჰქონდათ გარკვეული რაოდენობა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები