ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ – ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში | 08.09.2021

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. დახვედრის ოფციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ, რის შემდეგაც, ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს. ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონის მშვიდობიან განვითარებაზე ისაუბრა და ირაკლი ღარიბაშვილს სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.

დღესვე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები