მძიმე ეპიდვითარების და ვირუსით სიკვდილიანბის ფონზე დღიურად ვაქცინირებულთა რაოდენობა შემცირებულია | 06.09.2021

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. კვლავ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი ვირუსს უკვე 7 867 პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არის 15 წლის მოზარდი, რომელიც მკურნალობას ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში გადიოდა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მოზარდს კოვიდთან ერთად თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

ლეტალობის სტატისტიკისგან განსხვავებით ქვეყანაში მცირედით იკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 1120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდსტატისტიკის გაუმჯობესების მიუხედავად,  ჯანდაცვის წარმომადგენლები არსებულ ვიტარებას მაინც საყურადღებოდ მიიჩნევენ და მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ, პირბადის ტარებისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ინფიცირებულთა მაჩვენებლის კლების მიუხედავად, მაინც ათობით პაციენტია მოთავსებული ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში. ადგილზე COVID-19-ით ინფიცირებული 84 ადამიანია მოთავსებული. ჰოსპიტალში ამბობენ, რომ პაციენტთა დიდი ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია.

მძიმე ეპიდვიტარების ფონზე შემცირებულია დღიურად ვაქცინირებულთა რაოდენობა. გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 16 298 ადამიანი აიცრა, რაც ჯანდაცვის უწყების განცხადებით დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში  საერთო ჯამში სულ 1 326 033 აცრა ჩატარდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები