აქცია მერიასთან დ წერილი კალაძეს – მოვაჭრეები დახმარებას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ | 03.09.2021

სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები მერიისგან დახმარებას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ. მოვაჭრეებმა მერიასთან აქცია გამართს და კახა კალაძის სახელზე წერილიც დატოვეს, რომელსაც ასამდე მოვაჭრე აწერს ხელს. აქციის მონაწილეები  აცხადებენ, რომ ტრანსპორტის აკრძალვის გამო მომხმარებელი აღარ ჰყავთ და ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩენილებს იჯარისა და საბანკო სესხების დაფარვის სახსრები არ გააჩნიათ. მოვაჭრეების პროტესტს გამოეხმაურა კახა კალაძე, მერი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში მოიჯარეებს მერია უკვე  დაეხმარა.