14 ოპოზიციური პარტიის საჯარო წერილი ევროკავშირს და ნატო-ს | 02.09.2021

14-მა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირისა და ნატო-ს საერთო საჯარო წერილი გაუგზავნა. მიმართვა „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებას ეხება,  რომლითაც მმართველმა გუნდმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიები  „წინდაუხედავ უარს“ უწოდებენ და საჭიროდ მიიჩნევენ ლეგიტიმური ბერკეტებისა და გავლენების გამოყენებას.  ოპოზიცია წერილში, “ქართულ ოცნებას”  ბრალს სდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევასა და მოლაპარაკების ფორმატის დატოვებაში.