სრულად ვაქცინირება არა მხოლოდ დაინფიცირების, დაავადების ხანგრძლივობის რისკს ამცირებს | 02.09.2021

სრულად ვაქცინირება არა მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირების არამედ, დაავადების ხანგრძლივობის რისკს ამცირებს. ლონდონის კინგს კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაქცინის ორი დოზით აცრილების მხოლოდ 0,2%-მა განაცხადა, რომ ვაქცინის შემდეგ დაინფიცირდნენ. ამასთან სრულად ვაქცინირებული და დაინფიცირებული 592 ადამიანიდან მხოლოდ 5%-ს განუვითარდა ხანგრძლივი კოვიდი. კვლევის ფარგლებში  მეცნიერები 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით ათასობით არავაქცინირებული და ვაქცინირებული ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები