სადგურის მოედანზე მდებარე ბაზრობის მოვაჭრეების გაფიცვა და ვადა მერიას მოთხოვნების დასაკმაყოფილებად | 02.09.2021

სადგურის მოედანზე  მდებარე ბაზრობის მოვაჭრეები გაიფიცნენ. პროტესტის მიზეზი პანდემიის გამო გაჩერებული  ტრანსპორტი ხდება.  მოვაჭრეები მერიისაგან,  მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენამდე,  იჯარის გადასახადზე შეღავათების დაწესებას ითხოვენ, რადგან მათი თქმნით ტრსნპორტის გაჩერების გამო ხალხი ბაზრობაზე არ დადის. მოვაჭერეებმა დედაქალაქის მერიას ვადა ხვალამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი ხვალ ბაზრობიდან მერიასთან გაგრძელდება.

სადგურის მოედნის მოვაჭერეებს დღეს, პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია და “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდრი, ლაშა ჩხარტიშვილი შეხვდნენ. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ რომ  მერია მოვაჭერეებზე არ ზრუნავს,  რადგან მათ  იჯარის გადასახადის განახევრების ნაცვლად  გადასახადები გაუზარდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები