კრემლის მიერ წინ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ მინახავს – კელი დეგნანი | 02.09.2021

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. კელი დეგნანი ამბობს, რომ  ქართულ მხარეს კრემლისგან მსგავსი გზავნილები არაერთხელ მოუსმენია. დეგნანის შეფასებით, ლავროვის სიტყვები უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუ ამ განცხადებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლა და ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების შეწყვეტა მოჰყვებოდა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ თქვა, რომ თუ საქართველოს რუსეთთან ნორმალური ცხოვრება სურს, რუსეთი ამისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები