გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია – სალომე ზურაბიშვილი | 02.09.2021

საერთაშორსიო კრიტიკის შემდეგ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის გამო “ქართულ ოცნებას” უკვე საქართველოს პრეზიდენტიც უპირისპირდება. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა მმართველი ძალა მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რეგიონის მიმართ ინტერესის შემცირება მტრულად განწყოფილი სახელმწიფოს ინტერესებშია. ზურაბიშვილი ამბობს, რომ არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ დახმარება გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრების გამო არ აიღო, არადამაჯერებელი და გაუგებარია. ზურაბიშვილისთვის პარადოქსია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლება ევროპულ დახმარებაზე უარს ამბობს, თუმცა ამავედროს ევროპული სესხებით დაფინანსებული რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები