აშშ გაითვალისწინებს საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ 75 მილიონი ევრო არ სჭირდება – დეგნანი | 02.09.2021

ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის შემდეგ, შესაძლოა საქართელომ  ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაც დაკარგოს. ამერიკის ელჩი აცხადებს, რომ მათთვის საქართველოს მთავრობის განცხადება რომ ევროკავშირის 75 000 000 დახმარება არ სჭირდებათ სიურპრიზი იყო, იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში სიღარიბე, უმუშევრობა და პანდემიაა. კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება, ამიტომ ის დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 75 მილიონ ევროზე საქართველოს მთავრობამ უარი ორი დღის წინ თქვა. პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაასახელა და თქვა, რომ საქართველოს საგარეო ვალის კიდევ უფრო გაზრდა არ სჭირდება. ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ მაკროფინანსურ დახმარებას ქვეყანა ისედაც ვერ მიიღებდა, რადგან საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლებიც დახმარების წინაპირობა იყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები