მძიმე მეპიდვითარება და კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ 74 ადამიანი | 01.09.2021

კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 886 შემთხვევა – ასეთია ბოლო 24 საათის მონაცემები. კვლავ რთული მდგომარეობაა კლინიკებში და საველე ჰოსპიტლებში.  ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მკურნალობას  91 პაციენტი აგრძელებს. პაციენტების მდგომარეობა  საშუალო სიმძიმისაა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისფონზე, ერთადერთი გამოსავალი აქტიური ვაქცინაციის პროცესია. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 26 201 ადამიანი აიცრა. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, დღიური დადებითობის მაჩვენებელი უფრო სწრაფად დაიკლებს.

დღეიდან, მოქალაქეებს ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში ბათუმშიც აცრიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც აცრას რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 482 პირი ემსხვერპლა. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ   საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა  ვითარება საყურადღებოა. სწორედ ამიტომ ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ პანდემიის დასასრულებლად ეს ერთადერთი გამოსავალია.