ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა – ბრიფინგი “ლელოში” | 31.08.2021

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს პარტია “ლელო” –  პარტიის ოფისში დღეს საგანგებო ბრიფინგი  “ლელოს” მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვატო სურგულაძემ გამართეს. მათი თქმით საზოგადოებრივი ტრანსპორტი COVID-19 ის გავრცელებისთვის ნაკლებად საშიში სივრცეა. ანა ბიბილაშვილის ამბობს, რომ  ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. “ლელოს” გუნდის წევრები თვლიან, რომ ტრანსპორტის შეზღუდვით, ხელისუფლებამ ვაქცინაციაც ჩააგდო, რადგან ვაქცინაციის ავტობუსებამდე მისასვლელად მოსახლეობას ტრანსპორტი მაინც  სჭირდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები