პატიმრების სოცოცხლე გადასარჩენია, ციხეებში კოვიდაფეთქებაა – სოფო ჯაფარიძე | 30.08.2021

ეპიდ აფეთქება ციხეებში – ოპოზიცია ამნისტიას ითხოვს. ინიციატივა “ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთხვნის. როგორც პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზრე, სოფო ჯაფარიძემ თქვა,  პატიმრების სოცოცხლე გადასარჩენია, რადგან ციხეებში, კოვიდაფეთქებაა.  მისი თქმით,  ციხეებში ინფრასტრუქტურა გაუმართავია და ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მძიმე ვითარებიდან, სწორედ მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულებებისთვის მსჯავრდებული პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა.

ციხეებში კორონა ვირუსის მაშტაბურ გავრცელებაზე საუბრობენ უფლებადამცველებიც. მათი ნაწილი ამბობს, რომ პრობლემა ადმინისტრაციის მიდგომაშია. ადვოკატების თქმით,  პატიმართა ნაწილი ვაქცინაციაზე უარს ამბობს, ადმინიტრაცია კი მათ დარწემუნებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით,  პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაცია სრულად კონტროლირებადია და რაიმე განსაკუთრებული საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. გაბუნია ამბობს, რომ პატიმრების 55%-ზე მეტი ორჯერ აცრილია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები