დაუბრუნდებიან თუ არა სექტემბრიდან მოსწავლეები სკოლებს, ხვალ გახდება ცნობილი | 30.08.2021

დაუბრუნდებიან თუ არა სექტემბრიდან მოსწავლეები სკოლებს ხვალ გახდება ცნობილი.  სასწავლო პროცესის განახლებაზე ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისივე თქმით,  საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს სწავლის  განახლებასთან დაკავშირებით  უმაღლეს სასწავლებლებში და ბაღებში. როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, სწავლის განახლება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

მსოფლიოში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ზომების მიღებით. ორგანიზაციების განცხადებით, პანდემიამ საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება გამოიწვია. შესაბამისად, ორგანიზაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანად მიიჩნევენ, სწავლის საკლასო ოთახებში დაწყებას. სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ექპერტები შესაბამის რეკომენდაციებსაც გასცემენ. ისინი  მოსწავლეებში ვაქცინაციის აუცილებლობაზეც მიუთითებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები