“გადაცდომა ერთეული სასულიერო პირის მხრიდან” – საპატრიარქოს პოზიცია ჟურნალისტხზე თავდამსხმელ ბერზე | 30.08.2021

“გარკვეული გადაცდომა ერთეული სასულიერო პირის მხრიდან” – ასე აფასებს რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ საპატრიარქო თავკვეთულას მონასტერში ბერი იოანეს მიერ “ფორმულას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს. საპატრიარქომ დამატებითი განმარტებების გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალა და საზოგადოებას  ძველი განცხადება შეახსენა.

ეკლესია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები ეთიკის კოდექსს არღვევენ და თავად ძალადობენ ფსიქოლოგიურად სასულიერო პირებზე. საპატრიარქო  უკმაყოფილია, რომ მედიის მხრიდან სასულიერო პირებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე თვალს ხუჭავს არასამთავრობო სექტორი.  განცხადებაში ასევე ნათქვამაი,რომ  ეკლესიის მიმართ თავდასხმები განსაკუთრებით 5-6 ივლისის შემდეგ არის გააქტიურებული და არავინ ახსენებს იმ სასულიერო პირებს, რომლებიც  მოძალადეებისგან  ადამიანებს  იცავდნენ.   ღია კრიტიკის გარდა, საპატრიარქო ჟურნალისტების ნაწილს გარკვებულ შეზღუდვებსაც უწესებს.  სასულიერო პირებს მოუწოდებენ, ტაძრის შესასვლელებთან გამოაკრან განცხადება იმ შემთხვევაში, თუკი მათ წინამძღვრებს არ სურთ მედიასთან ურთიერთობა,  ტაძრებში ჟურნალისტების შესვლის შემთხვევაში პოლიციამ შეძლოს შეზღუდოს მათი გადაადგილება ეკლესიების ტერიტორიაზე.

თავკვეთულას მონასტერში ბერმა იოანემ “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს  სიტყვიერი შეურაცხყოფა 28 აგვისტოს მიაყენა. სასულიერო პირი მედიის წარმომადგენლების იმ კითხვებმა გააღიზიანა, რომელიც  ეკლესიაში  უკანონო მშენებლობებს ეხება. აგრესიულმა სასულიერო პირმა ჟურნალისტებს  აგინა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები