„მძარცველი პოლიტიკოსი“ – „ამ ამებას მაჯაზე რაც საათი უკეთია, სამი სოფლის მოასფალტებას ეყოფოდა“ | 27.08.2021

“ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიას ისევ ოპონენტების კრიტიკით აგრძელებს. პრემიერ-მინისტრმა დღეს ფოთში მერობის კანდიდატის წარდგენისას ოპოზიციონერ კანდიდატს, გიგი უგულავას კორუმპირებული და დეგრადირებული პოლიტიკოსი უწოდა და  თქვა, რომ ფოთში  ქართული ოცნების კანდიდატს ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი უპირისპირდება. პრემიერის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიგი უგულავა. ოპოზიციის ფოთის მერობის ერთიანი კანდიდატი აცხადებს, რომ ბრალდებები რაზეც რარიბაშვილი საუბრობს მის წინააღმდეგ პროკურატურამ შეთითხნა.