თბილისში პირველად ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გაიხსნა – აცრა ავტობუსში | 27.08.2021

თბილისში პირველად ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გაიხსნა. დღეიდან  მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ავტობუსებში შეძლებენ. პირველ ეტაპზე მსგავსი ცენტრები ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე განთავსდა.  შემდეგ კი მოძრავი ამცრელი პუქტები ათამდე გაიზრდება. მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დედაქალაქის მერთან  და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.   ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ავტობუსებში უსაფრთხო ვაქცინაციისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები