აჭარის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა | 27.08.2021

აჭარის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით 200-ით ნაკლებია. დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 563 პაციენტი.

აჭარის რეგიონში არსებული კოვიდვითარებაზე  დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და ვაქცინაციის კამპანიაზე ისაუბრა. კომიტეტს ოპოზიციური პარტიებიდან ჯანდაცვის სფეროს  სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები