ივანიშვილმა არ იკმარა კოვიდგენოციდი და გააგრძელა სოციალური გენოციდი – ლაშა ჩხარტიშვილი | 26.08.2021

რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს “ლეიბორისტული პარტია”. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს და მოვაჭრეებისა და მცირე მეწარმეებისთვის საბანკო და საგადასახადო ვალდებულების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ  იქამდე, ვიდრე საქართველოში ვითარება არ დასტაბილურდება, მცირე მეწარმეებს შერავათები უნდა დაუწესდეთ.