ბოლო 24 საათში კიდევ 58 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა | 25.08.2021

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. ბოლო 24 საათში კიდევ 58 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს უკვე 6 949 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 528 043-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საგანგაშო ზრდის გამო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები აღარ არის. კლინიკებში პაციენტების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას შეეძლო მიეღო. შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება საველე ჰოსპიტლებში. დიღომში მდებარე საველე ჰოსპიტალში 60 პაციენტი მკურნალობს. ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ ჰოსპიტალში კი 59 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები