საქართველოში სისხლის დეფიციტია – სისხლის ბანკებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ | 24.08.2021

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოში სისხლის დეფიციტია. სისხლის ბანკებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ  და აცხადებენ, რომ კლინიკებისთვის  სისხლის მიწოდებას ვეღარ უზრუნველყოფენ.  მათი თქმით, პანდემიამ დონორების მიმართვიანობაზე  მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ვინაიდან კოვიდგადატანილი ადამიანები სისხლის ჩაბარებისგან თავს იკავებენ.  ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს აქტიურად ჩაერთონ სისხლის უანგარო დონაციაში და გადაარჩინონ სოცოცხლე.