საქართელოში შესაძლოა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყოს | 23.08.2021

საქართელოში შესაძლოა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყოს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ და შესაძლოა პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც ვაქცინის მესამე დოზით აიცრება.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება მსოფლიოს პროტოკოლებში უკვე შევიდა და გადაწყვეტილება გარკვეული ჯგუფების მესამე დოზით ვაქცინაციაზე მიღებულია. რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, მინისტრის თქმით ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.