ახალი და ძველი სახეები – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი დაასახელა | 23.08.2021

“ნაციონალურმა მოძრაობამ”  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი დაასახელა. მათ შორის არიან ახალი და ძველი სახეები.   კანდიდატები საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გააცნო. ნიკა მელიას განცხადებით, რიგ ქალაქებში, მათი პარტია  მხარს დამოუკიდებელ კანდიდატებს დაუჭერს. თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ 2 ოქტობრის არჩევნები ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.