როგორ იცავს ფაიზერის მესამე დოზა – კვლევა ისრაელში | 23.08.2021

„ფაიზერის“ მესამე დოზამ ვირუსისგან დაცვა 60 წელს გადაცილებულ პირებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, – ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ვაქცინირებული პირები 4-ჯერ უფრო დაცულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. ისრაელმა 60 წელს ზემოთ პირების მესამე დოზით აცრა 30 ივლისს დაიწყო. ხუთშაბათიდან კი ეს ასაკობრივი ზღვარი 40 წლამდე დაწია. ამასთან, მესამე დოზით ვაქცინირების საშუალება მიეცათ ორსულებს, მასწავლებლებსა და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებს. მესამე დოზა მოქალაქეებს მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის გასვლის შემდეგ უკეთდებათ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები