ქვეყანაში უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზარდა | 19.08.2021

ქვეყანაში უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. “სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 2021 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლია ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 22,1% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში და 24%-ს შექადგენს. ქალებში კი ეს მაჩვენებელი 18,9 %-ია. უმუშევრობის დონის ზრდა არ უკვირთ ეკონომისტებს, რომლებიც ახალსტატისტიკას ქვეყანაში არსებულ მზიმე ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები