გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს | 19.08.2021

გაერთიანებული ოპოზიციიდან  ფოთის მერობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია უგულავას გამოცდილ პოლიტიკოსად ახასიათებს. როგორც მელია ამბობს, თვითმმართველობის არჩევნებზე სახელმწიფოს ბედი წყდება, ამიტომ უგულავას გამოცდილების მქონე ადამიანი გულხელდაკრეფილი ვერ იქნება.

მმართველი პარტია კი  გიგი უგულავას პოლიტიკურ წარსულს ახსენებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის  გაფლანგვაში ადასნაშაულებს. “ქართული ოცნების” წევრები ფოთში ოპოზიციონერ კანდიდატს მარცხს უწინასწარმეტყველებენ და ამბობენ, რომ უგულავა გაკოტრებული პოლიტიკოსია და მის კანდიდატურას პერსპექტივა არ გააჩნია.

“ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება როგორც ჩანს შეიცვალა და ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები