შსს-ს თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს | 18.08.2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.  “თბილისის ზღვის პლაზაში” გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში დღეს  ვაქცინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 60%-მდე უკვე აცრილია.