“მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის | 18.08.2021

ავღანეთიდან საქართველოს 6 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი უნგრულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

“მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის. სოლიდარობისა და პარტნიორობის ეს გამოვლინება ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ქაბულში დარჩენილი სხვა ქართველები სახლში უსაფრთხოდ მალე დაბრუნდებიან,” – წერს სალომე ზურაბიშვილი twitter-ში.