სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ | 18.08.2021

სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ. დღეს  სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები შიდა ქართლის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას. აცრამდე მათ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და პირადად გაესაუბრნენ. მოსახლეობის მაღალი აქტივობა აღინიშნებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში.

სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები  ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას  უზრუნველყოფენ  კასპის რაიონის სოფლებში – ლამისყანაში  და ქვემოჭალაში. თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო – სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები