დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა | 18.08.2021

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.   მას 37 წელი შეუსრულდებოდა. თანამებრძოლებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს.  ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმაც. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები.  მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები