ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები დაასახელა | 17.08.2021

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. თბილისში “გირჩი მეტი თავისუფლებამ” 4 კანდიდატი, “ევროპულმა საქართველომ” და პარტია “დროამ” კი სამ-სამი კანდიდატი დაასახელეს. “ევროპული საქართველოდან” სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი დასახელდა. პარტია “დროას” გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი თავად პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია იქნება. მან ვაკის მაჟორიტარად ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობაძე წარადგინა. რაც შეეხება “გირჩი მეტი თავისუფლებას” – პარტიის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატად ნიკა მოსიაშვილი წარადგინა.  ნაძალადევში პარტიების ერთიანი კანდიდატი ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე თენგიზ კირთაძე, ხოლო საბურთალოზე ბორის ყურუა იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები