COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობებისთვის საინფორმაციო კამპანია | 16.08.2021

COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანიის მორიგი ეტაპი დაიწყო.  ვაქცინაციის პროცესის შესახებ, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია. თეა ახვლედიანი სოფელ წოფში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საინფორმაციო ბროშურებთან ერთად სამედიცინო პირბადეები გადასცა. სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან  და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და გაეცნო ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას. თეა ახვლედიანმა ადილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გადასცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო მასალები.