თბილისის მერობის კანდდატი ანა დოლიძე აეროპორტის დასახლების პრობლემებს გაეცნო | 16.08.2021

ლეო დავითაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ.  ადგილობრივები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემაზეც საუბრობენ.  პრობლემების მოსასმენად ადგილზე პარტია “ხალხისთვის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, ანა დოლიძე მივიდა.