42 გარდაცვლილი და 5359 ახალი შემთხვევა – მძიმე ეპიდევიტარება და ახალი შეზღუდვები | 13.08.201

42 გარდაცვლილი და 5359 ახალი შემთხვევა – ასეთია ბოლო 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა.  ქვეყანაში არსებული ეპიდვათარება ისევ უკიდურესად რთულია. ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში ფიქსირდება. დედაქალაქში ინფექცია 2187 ადამიანს დაუდგინდა.

ქვეყანაში არსებული  სტაბილურად მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე, საწოლფონდის რესურსი იწურება. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა, რომელიც აჭარაში მედპერსონალთან შეხვედრებს აგრძელებს. ეკატერინე ტიკარაძე დღეს ქედის მუნიციპალიტეტში რაიონული ჰოსპიტალის მედპერსონალს შეხვდა და პირადად გაეცნო იმუნიზაციის პროცესს. მინისტრი ამბობს, რომ ერთი ქალაქიდან სხვა რეგიონში პაციენტის გადაყვანა ჯერ კიდევ პრობლემაა. სწორედ ამიტომ, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია ამ კუთხით, სამედიცინო რესურსი ადგილზე იყოს  გაძლიერებული.

ქვეყანაში არსებული უკიდურესად რთული ეპიდვითარების გამო, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალუკრი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. რეგულაცია არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად შუაღამისა,  დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა შეიზღუდება.  ასევე, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საჯარო უწყებებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის დავალება მიეცათ.