„სოციალური მაშველი“ – ,,ევროპულმა საქართველომ“ მასშტაბური კამპანია დაიწყო | 13.08.2021

„სოციალური მაშველი“ ამ სახელწოდებით, პარტია ,,ევროპულმა საქართველომ“ მასშტაბური კამპანია დაიწყო.  კამპანიის ფარგლებში ყველა იმ ადამიანს, ვინც წინასაარჩევნოდ  ხელისუფლების მხრიდან მუქარის ან სოციალურ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის ადრესატი გახდება, პარტიის იურისტები დაეხმარებიან. “ევრიპულმა საქართველომ” შესაბამისი ცხელი ხაზიც აამოქმედა.