პატრიარქის კურთხევით, 14 აგვისტოდან ეკლესია-მონასტრები ზიარებისთვის ერთჯერად ჭიქებს გამოიყენებენ | 13.08.2021

გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, რეგულაციებს საპატრიარქოც ამკაცრებს. პატრიარქის კურთხევით  14 აგვისტოდან ეკლესია-მონასტრები ზიარებისთვის ერთჯერად ჭიქებს გამოიყენებენ. როგორც ილია მეორეს შესაბამის ბრძანებაში ვკითხულობთ,  ტაძრებში დაცული უნდა იყოს დისტანცია, ხოლო მრევლს თან უნდა ჰქონდეს პირბადე. კიდევ ერთი მოთხოვნა ეკლესიებში  იატაკის დეზინფექციაა.