ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე | 13.08.2021

ეპიდვითარების გაუარესების გამო, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციას ურჩევენ. ამბობენ, რომ პანდემიას მხოლოდ აცრები დაასრულებს. სწორედ ამიტომ დღიდან აცრის  მსურველებს, ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ. მასობრივი იმუნიზაციის ახალი ცენტრი თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში გაიხსნა. მოქალაქეებს “ფაიზერით“, “სინოვაკითა“ და “სინოფარმით“ აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე დღეიდან შეუძლიათ.

აცრის გასაკეთებლად მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ  პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა სწორედ ვაქცინაციაა. მათთვის უფრო მარტივია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრაზე მისვლა და თანამოქალაქეებს იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.