უკონტროლოდ მიშვებული მშენებლობები – რა ელის ლორთქიფანიძის N10 -ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს | 13.08.2021

თბილისში უკონტროლოდ მიმდინარე მშენებლობების გამო, ლორთქიფანიძის 10 ნომერში  მცხოვრებ მოქალაქეებს,  საცხოვრებელი კორპუსის დატოვება მოუხდათ. გუშინ საღამოს კორპუსის უკან ფერდი ჩამოიშალა, რამაც აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში გახადა. მოსახლეობის მოთხოვნით, მერიამ კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გუშინვე დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ უკვე ორი თვეა ადგილზე, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, წარმოქმნილმა ბიძგებმა კი მათი თქმით, ფერდის ჩამოშლა გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, აქ არსებულ ვითარებაზე შესაბამისი უწყებები ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

ლორთქიფანიძის 10 ნომერში მდებარე კორპუსის შესახებ   ახლა გეოლოგებისა და ექსპერტების დასკვნა უნდა მომზადდეს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, ექნებათ თუ არა მოქალაქეებს, საკუთარ საცხოვრებელ ბინებში დაბრუნების შესაძლებლობა.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის კანონიერებასთან კითხვები არ აქვს, ვაკის რაიონის გამგებელს. დავით კვინიკაძე ამბობს, რომ შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია სწავლობს. მისივე თქმით, ადგილზე  მუშაობენ გეოლოგებიც და ვიდრე  დასკვა არ დაიდება იქამდე კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. ცოტა ხნის წინ კი მერიამ გადაწყვეტილებ ამიიღო, კორპუსი საერთოდ აღარ აშენდეს.

ლორთქიფანიძის ქუჩის 10 ნომერში მდებარე  კორპუსიდან  ყველა ოჯახი ევაკუირებულია. ტერიტორია კი რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს,  ტარიელ გიორგაძეს ეკუთვნის. ის  ადგილზე  ამ დრომდე არ გამოჩენილა. როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე 12 სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები