დღეს ეკონომიკა დუღს და მუშაობს – ღარიბაშვილი | 13.08.2021

ოპონენტების კრიტიკა და 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობის ყოფილ ხელსიუფლებაზე დაკისრება – ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის ტექსტი უცვლელია.  რეგიონებში მერობის კანდიდატების  წარდგენაზე, მთავრობის მეთაური  იმეორებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო წინა ხელისუფლების დანაშაული, რასაც ის ყოველთვის შეახსენებს თავის ოპონენტებს, სანამ მათ პოლიტიკაში დარჩენის სურვილი ექნებათ. ღარიბაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ბოლო წლებში განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა. როგორც დღეს, მთავრობის მეთაურმა, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის წარდგენისას თქვა, დღეს ქვეყნის  ეკონომიკა დუღს და მუშაობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები