ეპდვითარება ქვეყანაში ისევ უკიდურესად რთულია – კორონავირუსმა კიდევ 49 ადამიანი იმსხვერპლა | 12.08.2021

ქვეყანაში ირსებული ეპიდვათარება ისევ უკიდურესად რთულია – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა  49 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო  5 128 პირი დაინფიცირდა.  ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, მეორე ადგილზეა აჭარა – 811 ინფიცირებით. მესამეზე  იმერეთი, ხოლო მეოთხე ქვემო ქართლი. საგანგაშოდ გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დააყენებენ თუ არა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები ახალი, დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების მოთხოვნას ჯერ  უცნობია.

კორონავირუსით ინფიცირების სწრაფი მატების გამო ჰოსპიტალური სექტორი მძიმე დატვირთვას ვეღარ უმკლავდება, რის გამოც შესაძლოა, ჯანდაცვის უწყებამ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალები მოაწყოს.