უმძიმესი ეპიდემილოგიური ვითარება ქვეყანაში და ახალი შეზღუდვები 14 აგვისტოდან | 12.08.2021

ქვეყანაში არსებული უკიდურესად რთული ეპიდვითარების გამო, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალუკრი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. რეგულაცია არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად შუაღამისა,  დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა შეიზღუდება.  ასევე, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საჯარო უწყებებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის დავალება მიეცათ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა  49 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო  5 128 პირი დაინფიცირდა.  ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან – თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, მეორე ადგილზეა აჭარა – 811 ინფიცირებით. მესამეზე  იმერეთი , ხოლო მეოთხე ქვემო ქართლი. კორონავირუსით ინფიცირების სწრაფი მატების გამო ჰოსპიტალური სექტორი მძიმე დატვირთვას ვეღარ უმკლავდება, რის გამოც შესაძლოა, ჯანდაცვის უწყებამ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალები მოაწყოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები