პროკურატურამ “სირცხვილიას” აქტივისტებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭიბეზე უარი უთხრა | 11.08.2021

პროკურატურამ “სირცხვილიას” აქტივისტებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭიბეზე უარი უთხრა. საუბარია 5 ივლისს მოძრაობის ოფისში განხორციელებულ დარბევასა და თავდასხმებზე. როგორც მთავარმა  საგამოძიებო უწყებამ, აქტივისტებს განუმარტა, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის პირდაპირი ადრესატები არ ყოფილან, რის გამოც დაზრალებულის სტატუსს ვერ მიღებენ. “სირცხვილიას” აქტვისტების ადვოკატი, ვანო ჩიტაშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამბობს, რომ გამოიყენებენ ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს, რათა სირცხვლიას წევრებმა დაზარალებულის სტატუსი მიიღონ  და მათ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

პროკურატურის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა “სირცხვილიას” წევრებისთვის.  მარიამ დოლიძე ჩვენთაან საუბარისას იხენებს 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგნლების მხრიდან ისმოდა მუქარის შემცველი განცხადებები რა დროსაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმის მომენტში მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი ოფისში იყვნენ. ამ დროს ძალადობრივი ჯგუფის წევრები, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე კარის შემტვრევასა და ოფისში შეღწევას ცდილობდნენ. მოძრაობის წევრებმა ადგილიდან გასვლა მოახერხეს, თუმცა სწორედ “სირცხვილიას” ოფისი იყო ის ადგილი, სადაც ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში კი ის სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები