ერთი დაღუპული ყოველ ნახევარ საათში – ჯანდაცვის სფერო კოლაფსის საფრთხის წინაშეა | 10.08.2021

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ყველა ანტირეკორდს ხსნის. ბოლო 24 სააათის განმავლობაში კორონავირუსმა 54 ადამაინი შეიწირა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ ნახევარ საათში ვირუსით 1 ადამიანი იღუპება.  დაღუპულთა შორისაა 28 წლის ორსული, რომელსაც პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დრამატულია ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელიც – ბოლო დღე ღამეში კორონავირუსის 5697 შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილები თითქმის ამოიწურა ყველა კოვიდმიმღებ კლინიკაში, მათ შორის ბოჭორიშვილშიც. რთული ვითარებაა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშიც, სადაც ექიმები ინფიცირებულთა ნაკადს რთულად უმკლავდებიან.

ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების ფონზე რომ ჯანდაცვის სფერო კოლაფსის წინაშე დგას – ამას ჯანდაცვის მინისტრი არ უარყოფს. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საწოლფონდის დეფიციტია, ექიმები კი ყოვლისშემძლეები არ არიან. ჯანდაცვის უწყების ხელმძღავანელი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელება ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობს.

ვირუსის მორიგი ტალღის შესამსუბუქებლად ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა – ამბობენ სპეციალისტები. იმუნიზაციის ცენტრებთან ადამიანების გრძელი რიგია, რომლებიც ვაქცინას იკეთებენ და იგივეს სხვასაც ურჩევენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები