კრიტიკული გამოხმაურებები ოპოზიციაში პრემიერის მიერ დაანონსებულ ხელფასების ზრდაზე | 09.08.2021

პრემიერის მიერ საჯარო მოხელეებისთვის დაანონსებულ ხელფასების ზრდას,  კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში. “ნაციონალური მოძრაობის” შეფასებით, კორონა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დროს,  მერებისა და გამგებლების ხელფასების ზრდა არაადეკვატური ნაბიჯია. ოპოზიციაში თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოთ, ხმების მობილიზებას ემსახურება.