მძიმე ეპიდემილოგიური ვითარება ქვეყანაში და ვაქციონაცია | 07.08.2021

კორონა ვირუსით ინფიცირების გზარდილი მაჩვენებელი. უკვე რამდენიმე დღეა,ვირუსით ინფიცირების რიცხვი 4-ათასზე მაღალია.  ბოლო 24 საათში ვირუსი, 4 216 ადამიანს დაუდასტურდა, 38 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 054 პირი ემსხვერპლა. დედაქალაქში ისევ ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.  მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთი. ამ ეტაპზე კლინიკებში, სულ 6 426 ადამიანი მკურნალობს, მათგან  1 303- მძიმე პაციენტია. 32 300 პირი  კი ვირუსის მკურნალობის კურსს ბინაზე გადის. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების თქმით, პიკის მიუხედავად,  ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დღეს ბევრად დაბალია, ვიდრე ეს  ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში იყო. ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინიტრო  ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს.

კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინით, ამ ეტაპზე სულ აცრილია – 606 988 პირი.  Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესს  ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ჯანდაცვის მინიტრი და საქართველოში ამერიკის ელჩი ადგილზე გაეცნენ. მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციაზე მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები