რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება – შეფასებები ირაკლი კობახიძის განცხადეებაზე | 06.08.2021

“რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება” – ამ განცხადებას მმართველი პარტიის თავჯდომარე კიდევ ერთხელ აკეთებს და ოპონენეტებს ეუბნება, რომ „ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებთან შარლ მიშელის დოკუმენტის მსგავს შეთანხმებებს აღარ გააფორმებს. განცხადება, რომელიც მედიასთან ირაკლი კობახიძებ გუშინ გააკეთა, ოპოზიციისთვის სიახლე არ ყოფილა. ამბობენ, რომ “ოცნების” ლიდერების მსგავსი შეფასებები მათ უმყარებთ ეჭვს, რომ მმართველ პარტია არჩევნებზე 43 პროცენტიან ზღვარს ვერ გადალახავს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, “ოცნებამ” მიშელის დოკუმენტის ანულირება, სწორედ რიგგარეშე არჩევნების დანიშვის ვალდებულების გამო გადაწყვიტა.

“ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ეთანხმებიან მისი თანაგუბდელები. ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშნავს საფუძველი უნდა ჰქოდენს და ამისთვის ოპოზიციის სურვილი არასაკმარისია. უფრო მეტიც,  მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო  და არასწორია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები