გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი | 06.08.2021

კორონავირუსის  3780 ახალი შემთხვევა. უკვე რამდენიმე დღეა, ვირუსის მაჩვენებელი 3 ათასზე მაღალია, რის გამოც საქართველოს წითელი ზონის სტატუსი აქვს. ვირუსისგან გარდაიცვალა კიდევ  30 ადამიანი.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 016 პირი ემსხვერპლა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ დედაქალაქშია, მეორე ადგილზე აჭარაა, მესამეზე კი იმერეთი. ბოლო 24 საათში 19 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო იმუნიზაციის პროცესში. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა შეაფასა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარზეა. რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ კითხვას – რატომ არ იცრება პრემიერ-მინიტრი და რატომ არ იკეთებს თავად ვაქცინის მეორეს დოზას, ტიკარაძე პასუხობს, რომ აუცილებლად აიცრება. ის დაწმუნრბულია, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, პრემიერი ღარიბაშვილიც.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები