პრეზიდენტმა „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირება შეძლო – ოპოზიცია | 04.08.2021

“ქართული ოცნება” პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილოა. მართველ გუნდში არ მოეწონათ ის, რომ პრეზიდენტმა საკმარისად არ გააკრიტიკა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც  შარლ მიშელის სეთანმხებას ხელი არ მოაწერეს. ორბელიანების სასახლეში გუშინ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდა.

პრეზიდენტისგან უფრო მეტ კრიტიკას ელოდა ოპოზიციაც, თუმცა მათი შეფასებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა  სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა “ქართული ოცნებისგან” დისტანცირება  და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიშელის შეთანხმების ანულირება, ქვეყნის ინტერესებს ასუსტებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები